top of page
353121084_246508284745476_514671932406639069_n.png

სახელისუფლებო კამპანია აქტივისტის წინააღმდეგ

პოლიციაზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით, 21 წლის აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. Შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრიგორიადისი ე.წ.რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციელებს ქვებისა და  „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა, ასევე უწყება ამტკიცებს, რომ მან შსს-ის საკუთრებაში არსებულ მანქანას ცეცხლი წაუკიდა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, დაკავებულ აქტივისტს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. Ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადის 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. Სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა. 1 აპრილს გამართულ აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ. Საზოგადოების პროტესტს, სახელისუფლებო მედიისა და მმართველი გუნდის მხრიდან ლაზარე გრიგორიადისისა და მისი მხარდამჭერების დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. 

354359207_6192363454192730_4218274370413349386_n.jpg

"ლაზარე გრიგორიადისი არქეტიპული ფიგურაა იმ საპროტესტო ტალღის, რომელსაც ზეტ-გენერაციას უწოდებენ და საკუთარი ინტერესებისთვის ცდილობენ მართონ"


Ხელისუფლებასთან ერთად, დისკრიმინაციულ კამპანიაში ჩართული იყო პროსახელისუფლებო მედია. ტელეკომპანია “იმედი” მმართველი გუნდის პოზიციების გარდა, მუდმივად აშუქებდა ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს. ”იმედინიუსზე” მოხვდა გერმანიაში მყოფი ქართველი ფიზიკოსის ლევან ჭოტორლიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრება, რომელიც გრიგორიადისის წინააღმდეგ სიძულვილის ენას იყენებს. ასევე, „იმედინიუსზე“ მოხვდა ექსპერტ ედიშერ გვენეტაძის სიტყვები და „ხალხის ძალის“ წევრების თამარ ჩიბურდანიძისა და თამთა მეგრელიშვილის განცხადებები. ოთხივე ადამიანის განცხადებებში მიზანი ერთია, ლაზარე გრიგორიადისი და მისი მხარდამჭერები დაუკავშირონ ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის უბრალო აქტივისტი და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ ეკუთვნის.

ლევან ჭოტორლიშვილი

 "ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის არა ლაზარე, არამედ ის ადამიანები, რომლებიც მის ქმედებას გმირობად მიიჩნევენ"

"პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას, უნდა დავაკვირდეთ"

თამარ ჩიბურდანიძე

თამთა მეგრელიშვილი

ედიშერ გვენეტაძე

"ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას - ითხოვს უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას და ციხიდან გათავისუფლდეს პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილით პოლიციას ცეცხლი წაუკიდა"

SERVICES

Სახელისუფლებო მადისკრიმინირებელი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯის მიხედვით, ლაზარე გრიგორიადისი ოპოზიციური პარტია “დროას” წევრი იყო. Რაც უარყო როგორც პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ასევე ბექა გრიგორიადისმა, დაკავებული აქტივისტის მამამ.

მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები

Ლაზარე გრიგორიადისის მიმართ, დისკრიმინაციულ კამპანიას ეწეოდა კიდევ ერთი სახელისუფლებო ტელეკომპანია “პოსტ ტვ”,რომელიც ინფორმაციას სიძულვილის ენით ავრცელებდა, რაც ასევე აგრესიის გაღვივებას ემსახურებოდა. ასევე ისინი ლაზარეს დამამცირებელი ტექსტებით მოიხსენიებდნენ.

გადაცემა „სამი და კო“-ს წამყვანი შალვა რამიშვილი თანაწამყვანებთან ერთად, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებზე საუბრობდა და მათ დაკნინებას ცდილობდა. რა თქმა უნდა, სიძულვილის ენით გაჯერებული სიტყვებით, რასაც თან ერთოდა ირონია. შალვა რამიშვილი ლაზარეს მხარდამჭერების დისკრიმინაციას ცდილობდა.

სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკ“-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა თავის პროფილ გვერდზე 12 წამიანი ვიდეო, სადაც ის აფიქსირებდა პოზიციას, ლაზარე გრიგორიადისის და მისი მხარდასაჭერი აქციის შესახებ. ის საზოგადოებას მოუწოდებდა, რომ  არ წასულიყვნენ “მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის” მხარდასაჭერად აქციაზე. „ტიკ-ტოკ“ ეს ვიდეო ტელე-ეთერში პროპაგანდისტულად პოსტ-ტივის წამყვანმა, Შალვა რამიშვილმა გამოიყენა. გადაცემაში “სამი და კო” განიხილა და მეტიც ამ ვიდეოს ერთ-ერთი კომენტარის ავტორს, კერძოდ, ლაზარე გრიგორიადისის მამას ემუქრებოდა. 

339325883_3519554468313884_2510844580677268201_n.webp

ლაზარე გრიგორიადისის გარდა, მისი მხარდამჭერებიც მოექცნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში. როგორც ლაზარეზე, ასევე მის მხარდამჭერებზეც საუბრობდნენ სიძულვილის ენის შემცველი ტექსტებით. მედიასთან ერთად, გრიგორიადისისა და მისი მხარდარმჭერების დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა ანონიმური, სახელისუფლებო ფეისბუკ გვერდები  და პროფილები. 

Screenshot_18-3.png
Screenshot_21-1.png

სოციალურ ქსელში მიმდინარე მადისკრიმინირებელი კანპანია " მითების დეტექტორმაც" შეისწავლა. სახელისუფლებო ანგარიშები: „პოლიტიკური აბსურდი“, „სიმართლის დროა“, „ტერენტი გლდანელი“ და სხვა მსგავსი ანგარიშები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ. სოციალური ქსელების მეშვეობით ბრალდებულისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ უმეტესად იკვეთებოდა ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებები. ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ვიზუალურ მანიპულაციებს და ამით ცდილობდნენ მათ დისკრედიტაციას. მსგავსი პოსტები ემსახურებოდა საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებას ბრალდებულისა და მისი მხარდამჭერების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო თუ ფოტო მასალები დამონტაჟებული იყო და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. 

Screenshot_20-1.png

პროსახელისუფლებო ანგარიშები ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ

სახელისუფლებო მადისკრიმინებელ კამპანიაში მმართველი გუნდის წევრების გარდა, აქტიურად მონაწილეობდა სახელისუფლებო მედიაც. პოლიტიკოსების განცხადებები, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით"  ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა. "ქართული ოცნება" გრიგორიადისის მიმართ რიტორიკას არ იცვლის და კვლავ, უპირობო დამნაშავედ აცხადებს. "საიას" ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორს, თამარ ონიანს ვესაუბრეთ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ წარმოებულ კამპანიაზე.  

ავტორი: გიორგი ერაძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია 2023

 

© 2035 by Autono. Powered and secured by Wix

  • LinkedIn
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
bottom of page